სებასტიან ტინკინენი - საქართველოს მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქი ოპოზიციური პარტიების აკრძალვითაც დაიმუქრა - საარჩევნო ინციდენტები ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა, ინციდენტები ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ გზას, „მმართველმა პარტიამ ისინი ამ მიზანს დააშორა“.

„მან რუსული სტილის კანონები მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაციების „იარლიყის მიკერებასა” და ე.წ. “გეი პროპაგანდაზე”.

მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქი ოპოზიციური პარტიების აკრძალვითაც დაიმუქრა. ძალიან ბევრი ცნობა იყო ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის, ორჯერ ხმის მიცემისა და ძალადობის ინციდენტების შესახებ ბოლო საარჩევნო პროცესის დროს. საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა. ეს ინციდენტები ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული. არჩევნების სამართლიანობა ძირეული ევროპული ღირებულებაა.

საქართველო გზაგასაყარზე დგას. თუ მას მისი ხალხის ევროპული ინტეგრაციის სურვილის პატივისცემა სურს - მან უნდა დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და შეაბრუნოს თავისი კურსი,” - განაცხადა ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს