ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი - მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის პასუხი ძლიერი უნდა იყოს.

“საქართველოში არსებული ვითარების განხილვისას ორ საკვანძო პრინციპს უნდა გავყვეთ.

პირველი - მასიური საარჩევნო თაღლითობა, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება, რომლებიც ძალიან კარგად დოკუმენტირებულია ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მძიმე დარღვევაა. შედეგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი ხალხის ნება დამახინჯებულია და საარჩევნო შედეგები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.

მეორე - პლურალისტური დემოკრატია გარდაუვალად მოიაზრებს ორივე - ოპოზიციისა და პოზიციის - არსებობას დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. ამასობაში, დემოკრატიული ძალების პროტესტის შემდეგ საქართველოს ახალი პარლამენტი ერთპარტიულ ორგანოდ რჩება. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ შეიძლება აღიარებულ იქნას ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად.

ჩვენი პასუხი ძლიერი უნდა იყოს. პირველი - მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება და მოვითხოვოთ საარჩევნო თაღლითობისთვის პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. მეორე - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს ჩვენი შესაძლებლობაა დავიცვათ საერთო ევროპული ღირებულებები და მხარში დავუდგეთ თავისუფალ ქართველ ხალხს,” - განაცხადა ჟალიმასმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს