Reuters - ჯოზეფ ბორელი ევროკავშირს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთავაზობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ბლოკს სთავაზობს, შეაჩეროს პოლიტიკური დიალოგი ისრაელთან, რის მიზეზადაც ღაზაში მიმდინარე ომში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევას ასახელებს,- ინფორმაციას Reuters-ი ოთხ დიპლომატსა და სააგენტოს მიერ ნანახ წერილის შინაარსზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილში ბორელი წერს, რომ სერიოზული შეშფოთება არსებობს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევის შესახებ და რომ ეს შეშფოთება, ჯერჯერობით, ისრაელის მიერ საკმარისად არ არის განხილული.

„ზემოხსენებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, წარვადგენ წინადადებას, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს ადამიანის უფლებათა პუნქტი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების მიზნით“, - წერს ბორელი.

Reuters-ი განმარტავს, რომ შეჩერებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობა დასჭირდება, რაც სააგენტოს წყაროების თქმით, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს