საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - რუსი მედესანტეები კუპიანსკში შეიჭრნენ, მაგრამ იქ გამაგრება ვერ მოახერხეს

რუსულმა სადესანტო ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შეღწევა შეძლო, მაგრამ იქ გამაგრება ვერ მოახერხა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კუპიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ბესედინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპანტები ქალაქის მარცხენა სანაპიროზე შეიჭრნენ.

კითხვაზე, განხორციელდა თუ

არა კუპიანსკში შეჭრილების ლიკვიდაცია, ბესედინმა უპასუხა, რომ ისინი გაანადგურეს. ამასთან, კუპიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეს დილიდან ქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

შეგახსენებთ, მანამდე ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ილინკას დასახლება აიღეს და ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს