თინათინ რუხაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძესთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრ დავით მორგოშიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. საუბრისას გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული და სხვა სახის საკითხები, რომლებიც აწუხებს აფხაზეთის კულტურის სამინისტროს და დაისახა მათი მოგვარების გზები.

კულტურის მინისტრმა ყველა პრობლემის გადაწყვეტის გზების მოძიებაში დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები