ელჩი - უკრაინაში ისრაელის ადრეული გაფრთხილების სისტემის ამოქმედება ფინალურ ეტაპზეა

ისრაელმა უკრაინას გადასცა ყველაფერი, რაც საჭიროა ადრეული გაფრთხილების სისტემის დასანერგად და სისტემის ამოქმედება ფინალურ ეტაპზეა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, სისტემის ნაწილს უკვე იყენებენ უკრაინელი სამხედროები. საუბარია ისრაელში წარმოებულ სამგანზომილებიან რადარებზე, რომელთა შეძენაც შესაძლებელია დიდი რაოდენობით.

კორნიჩუკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანული დრონების განადგურების საკითხზე თანამშრომლობა შესთავაზა.

„ვხედავთ, რომ ჩვენი ორი ომი ძალიან მჭიდრო კავშირშია. ჩვენ გვყავს საერთო პარტნიორები და საერთო მტრები - ირანი და მისი მარიონეტები, რომელთა უკან დგას რუსეთის ფედერაცია. ლიბანში განლაგდა ახალი, გასულ წელს წარმოებული რუსული იარაღის უზარმაზარი საწყობები. არ გამიკვირდება ხვალ იქ ჩრდილოეთ კორეული რაკეტები რომ აღმოჩნდეს“, - აღნიშნა ელჩმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს