მამუკა ხაზარაძის შეფასებით, პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ „დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს“

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ „დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს“.

როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, ამ აპარატებსა და დოკუმენტაციაში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს „სისტემურ დანაშაულს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით“.

„26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისთანავე „ძლიერმა საქართველომ“ ოფიციალურად მიმართა ცესკო-ს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ქვითრების გახსნასთან დაკავშირებით, რათა მომხდარიყო შედარება სიებსა და ვერიფიკაციის აპარატში გავლილ, რეგისტრირებულ გვარებს შორის.

ეს მოთხოვნა დავაყენეთ საქართველოს 73-ვე ოლქში, საიდანაც უარი მივიღეთ. საარჩევნო ადმინისტრაციის უარი გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ასევე სააპელაციო სასამართლოში. ამის შემდეგ, 73-ვე ოლქის მიერ შეჯამებული არჩევნები გავასაჩივრეთ ცესკო-ში, ხოლო ცესკოს უარი - თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დღეს საბოლოოდ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს. ცესკო-მ პროკურატურას გამოძიება დააწყებინა არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიტიკურ ლიდერებს ატარებენ გამოკითხვაზე. რეალურად კი, ეს იმიტომ მოხდა, რომ პროკურატურას დაეყადაღებინა ყველა აპარატი და საარჩევნო დოკუმენტაცია, რაც განახორციელა და დალუქა სპეციალურ საწყობში. ამ აპარატებსა და დოკუმენტაციაში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სისტემურ დანაშაულს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით. საფუძვლიანი ეჭვია, რომ მიმდინარეობს დანაშაულის კვალის დაფარვა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არჩევნები არის მიტაცებული! ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური! ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, „რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა”.

პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანია - „სმარტმატიკმა“, ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი საექსპერტო კვლევები, აღნიშნული კომპანიის ჩართულობით განხორციელდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს