ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია - აქციის მონაწილეთა ქმედება რუსულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ მიმართული არ არის

აქციის მონაწილეთა ქმედება რუსულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის განცხადებაშია აღნიშნული.

მათი მტკიცებით, ასლან ბჟანია მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში ცდილობდა ეს ურთიერთობები საკუთარი ანგარებიანი ინტერესებისთვის, საკუთარი რეჟიმის გასაძლიერებლად გამოეყენებინა.

„დღეს პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ არა ჩვენი მოკავშირეების საწინააღმდეგოდ, არამედ აფხაზეთის ეროვნული ინტერესების, მისი ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის დასაცავად, რომლის უზურპაციაც ბჟანია პირადი სარგებლობისთვის ცდილობდა“, - აღნიშნულია გაცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან, სადაც ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა, საპროტესტო აქცია მიმდინარებს. ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის