თინა ბოკუჩავა - მალე ვნახავთ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება როგორ დაიწყებს ვაჭრობას, მაგრამ დათმობაზე არავინ წავა! - ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საგანი მხოლოდ ხელახალი არჩევნები იქნება

ძალიან მალე ვნახავთ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება, როგორ დაიწყებს ვაჭრობას. ამის წინაპირობა ჩვენ უკვე ვნახეთ, მაგრამ დათმობაზე არავინ წავა! ჩვენს ხელისუფლებასთან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოლაპარაკების საგანი გვექნება, ეს იქნება ხელახალი არჩევნები, - ამის შესახებ კოალიცია “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს ვერ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია.

„პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი, რომელიც ღიად ამბობს, რომ ოპოზიცია არც პარლამენტში სჭირდება და მეტიც, ოპოზიციის გაუქმებით იმუქრება, ადასტურებს რომ ამ ქვეყანას მათი პოლიტიკური დაჯგუფების პირობებში ვერ ექნება ევროპული მომავალი, საერთაშორისო იზოლაციაში [ქვეყანა] იქნება, რაც სამწუხაროდ, ასევე, გამოიწვევს საერთაშორისო, ეკონომიკურ იზოლაციას, რასაც უმძიმესი შედეგები მოყვება, ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამიტომ ჩვენ ჩვენი შრომით, ბრძოლით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს, რომ ამ ქვეყანამ დაიბრუნოს ნორმალური, დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა.

ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება, რომელმაც ქვეყანას მოპარა არჩევნები და საქართველოს მოქალაქეებს მოპარა არჩევანის უფლება, გაუქმა არჩევნების ინსტიტუტი, ასევე, გააუქმა სასამართლოს ინსტიტუტი, რაც დღევანდელი სხდომითაც დასტურდება, სადაც მოსამართლეებმა ვერც კი გაბედეს სხდომის ჩატარება, იმდენად დანაშაულებრივი რეჟიმის დავალებას ასრულებენ, მონური მორჩილებით. სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანას ვერ ექნება ევროპული მომავალი, მას მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციის პერსპექტივა თუ ექნება. ამიტომ აუცილებელია, ჩვენ დავიბრუნოთ არჩევნების პერსპექტივა და ევროპული პერსპექტივა, ამისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი შრომა და ბრძოლა. ბუნებრივია, ამ პარლამენტს ვერც საერთაშორისო ლეგიტიმაცია ექნება. ძალიან მალე ვნახავთ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება, როგორ დაიწყებს ვაჭრობას. ამის წინაპირობა ჩვენ უკვე ვნახეთ, მაგრამ დათმობაზე არავინ არ წავა! ჩვენს ხელისუფლებასთან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოლაპარაკების საგანი გვექნება, ეს იქნება ხელახალი არჩევნები”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის