ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში სამუშო შეხვედრა გაიმართა

­

ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს”, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის”, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის საკრედიტო ბანკის, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია COWI-ის და მათი ადგილობრივი პარტნიორი კომპანიის RECC – Caucasus-ის წარმომადგენლები.

„შეხვედრის ფარგლებში, კვლევის განმახორციელებელმა საკონსულტაციო კომპანიამ წარადგინა ანგარიში - მიმოიხილეს საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პრაქტიკა, ცენტრალური საქართველოს, კერძოდ, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებულ მდგომარეობა, დამსწრეებს გააცნეს ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვისა და პროექტის განხორციელების გეგმა.

აღნიშნული კვლევა განიხილავს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისთვის ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის დანერგვას და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების 2 ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურისგან შემდგარი ქსელის მოწყობას. ამასთან ერთად, კვლევის ფარგლებში, საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, მიმდინარეობს მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების 2 საწარმოს სამომავლოდ მოწყობის შესაძლებლობის განხილვა.

შედეგად, ცენტრალური საქართველოს რეგიონებში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა დაინერგება, რაც სამივე რეგიონში გააუმჯობესებს გარემო და საცხოვრებელ პირობებს, ასევე ნარჩენების შეგროვების მომსახურება მეტად ხელმისაწვდომი გახდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს