„გასტრო ბათუმს“ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი ეწვევა

16 ნოემბერს, „გასტრო ბათუმზე“ მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის სპიკერებს შორისაა გასტრონომიის ცნობილი ექსპერტები და შეფები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და საბერძნეთიდან. ფორუმის საპატიო სტუმარია მიშლენისა და Gault et Millau-ის, საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი, რომელიც ფორუმზე XXI საუკუნეში გასტრონომიის განვითარების ისტორიისა და გასტრო-გაიდების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს. მას საერთაშორისო ბრენდებთან და შეფებთან თანამშრომლობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს.

„ფორუმზე შეფებისთვის კონკურსების მნიშვნელობასა და გასტრონომიის განვითარებაზე ისაუბრებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული კონდიტერი ნიკოლა გეღსიო, რომელიც თავისი დახვეწილი და უნიკალური ნამუშევრებით გამოირჩევა. ის ამჟამად, პარიზის Lutetia Palace-ის აღმასრულებელი კონდიტერი და პარიზის Ferrandi-ს უმაღლეს კულინარიული სკოლის შეფ- ინსტრუქტორია. საინტერესოა ფორუმის კიდევ ერთი სპიკერი, კულინარიის ექსპერტი ბერტრან ვალეჟა, რომელსაც მიშლენის 1* და 2* მფლობელ რესტორნებსა და 5* სასტუმროებთან მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ფორუმის სტუმრებს ხმელთა შუა ზღვის სამზარეულოს ჩამოყალიბების ისტორიისა და მისი განვითარების ძირითად ეტაპების შესახებ გაუზიარებს გამოცდილებას. ვალეჟა "Mandarin Oriental, Costa Navarino"-ს აღმასრულებელი შეფია. გასული წლის მსგავსად, გასტრო ბათუმს წელსაც ეწვევა საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი და ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი. ადგილობრივ სპიკერებს შორის იქნებიან ბრენდ შეფი, მანუელ ფაუნდეს ბარანდა, წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი ალექსანდრე ნათაძე, სასტუმრო ბიზნესის ექსპერტი მაია წერეთელი, Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი მია კუპრავა და რესტორანი ოცი-ს შეფ მზარეული და დამფუძნებელი გიორგი ნინუა.

გასტრო ფორუმის პირველ დღეს, გარდა ოფიციალური სესიებისა, ასევე იგეგმება გათანამედროვებული აჭარული სამზარეულოს საჩვენებელი კულინარიული მასტერკლასი (6 COURSE მენიუს პრეზენტაცია და დაგემოვნება), რომელსაც ადგილობრივი შეფ-მზარეულები ირაკლი თოდაძე - მულტიფუნქციური სივრცე ,,G17'', იურა აგარიანი - რესტორანი ,,რუსთაველი'', დავით თურმანიძე - რესტორანი ,,რუსთაველი', თამარ ბეგიაშვილი - Courtyard By Marriott Batumi და ნინო აგუმბა - ,,Dolci 17’’ წარმოადგენენ. 17-18 ნოემბერს კი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები ადგილობრივი მზარეულებისთვის ჩაატარებენ თევზის, ხორცისა და კონდიტერიის მასტერკლასებს. ფორუმის ფარგლებში ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს