თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში არ უშვებენ

თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში არ უშვებენ.

როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოეხატათ ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “შეუშვით”.

„თსუ-ს სტუდენტებს გვქონდა საორიენტაციო შეხვედრა იმისთვის, რომ გაგვერჩია, როგორ გამოგვეხატა სოლიდარობა ბათუმელი სტუდენტების მიმართ. არაფერს არ ვაპირებდით, უბრალოდ უნივერსიტეტში გვინდოდა შესვლა, რომ საერთო ფოტო გადაგვეღო და რაღაც დაგვეწერა. არც გამაგრებას და არც პიკეტირებას არ ვაპირებდით და აღმოჩნდა, რომ კარი ჩაკეტილია 10 სტუდენტისთვის, რომელსაც დროშა უკეთია და აქციიდან მოდიან. არც ლექტორები არ შეუშვეს, რატომღაც აღმოჩნდა, რომ ამ დროს უნივერსიტეტი იკეტება.

ჯერ გვითხრეს, რომ რაღაც კლიპს იღებენ და ვერ შეგვიშვებენ, მერე გვითხრეს, რომ უნივერსიტეტი იკეტება”, - განაცხადა თსუ-ის სტუდენტმა, ანანო სანიკიძემ.

უნივერსიტეტის ეზოში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს