აქციის მონაწილეების მსვლელობის გამო ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა

აქციის მონაწილეების მსვლელობის გამო ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.

ჯგუფ „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. ილიაუნის შესასვლელში ასევე სტუდენტები იმყოფებიან, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვს გაშლილი.

გარე პერიმეტრზე აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად ასფალტზე დასხდნენ.

ჯგუფ “დაიტოვეს” ერთ-ერთი ლიდერის ილია ღლონტის ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე მსხდარ აქციის მონაწილეებს უკვე აჯარიმებენ მოძრაობის განზრახ შეფერხების გამო.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობისკენ მიემართებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს