ეკა ბესელია - რა ეტაპზეც აცხადებს დეპუტატი მანდატზე უარს, იმ ეტაპზე უნდა შეუწყდეს, რადგან მისი ნება უკვე გამოხატულია -  რაც გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არჩეულმა დეპუტატებმა, იყო სწორი

რა ეტაპზეც აცხადებს დეპუტატი მანდატზე უარს, იმ ეტაპზე უნდა შეუწყდეს, რადგან მისი ნება უკვე გამოხატულია - ეს არის კანონის სწორი განმარტება და არა სიტყვა-სიტყვითი, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“ რომ მანდატებზე ამ ეტაპზევე უარი განაცხადა, სწორი გადაწყვეტილებაა.

„პირდაპირ და მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ კანონის განმარტება არ შეიძლება ვიწროდ და სიტყვასიტყვით. პირდაპირ ასე არ წერია, რომ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე მიმართვას აქვს მყისიერი ძალა, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება დეპუტატებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მიმართვას არ ჰქონდეს თავისი სამართლებრივი დატვირთვა. ის, რაც გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არჩეულმა დეპუტატებმა, იყო სწორი და სხვებმაც უნდა გააკეთონ იგივე.

ამ ეტაპზევე რომ უარი განაცხადეს კარგია. ცესკოს როდესაც აქვს მიღებული განცხადება, რომ არჩეული დეპუტატი უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, ის არ უნდა ჩათვალოს იმ 150 დეპუტატში, რომლის უფლებამოსილების ცნობა უნდა მოხდეს. ეს არის კანონის სწორი განმარტება და არა სიტყვა-სიტყვითი განმარტება. პირდაპირ წერია კანონში, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება წყდება მისი პირადი განცხადების საფუძველზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ყველას ურჩევს, რომ ეჭვების გასაფანტად დაწერონ განცხადება, რომ არ უნდათ უფლებამოსილების ცნობა.

„ეჭვები რომ გაიფანტოს, ვურჩევდი ყველას, რომ პროცედურა დაიწყონ. ბოლოს და ბოლოს თუ ცესკო ახლავე არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, დაწერონ ეს განცხადება დღესვე, რა უშლით ხელს, ამით ხომ არაფერი არ ზიანდება. ბოლოს და ბოლოს ხომ არ ფუჭდება, თუ არ კეთდება. ამ განცხადების დაწერა არის უფრო სწორი, ვიდრე არ დაწერა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრების განცხადებას, რომ ამ ეტაპზე ცესკოსთვის მიმართვა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, „პოლიტიკური რიტუალია“, ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ქილიკი უადგილოა“ და მათ ამ განცხადებებს არ იწონებს.

„მე არ მოვუწონებდი ამ განცხადებებს, მეგობრულად და კეთილი განწყობით ვამბობ. არ მოვუწონებდი მათ ამ განცხადებების მიზანშეწონილობას არც პოლიტიკურად, არც სამართლებრივად, არ მიამჩნია ეს სწორი. როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ღიად მიმართავს ცესკოს, რომ არ უნდათ უფლებამოსილების ცნობა, ეს სწორია. აქ ქილიკი მართლაც უადგილოა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა