მამუკა ხაბარელი - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ გახსნამდე 3 თვე დარჩა, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

პრაქტიკულად, სამი თვეა დარჩენილი ფესტივალის გახსნამდე, შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტი ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული, - ამის შესახებ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, "ბაკურიანი 2025"-ის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა ხაბარელი ამბობს, რომ ფესტივალის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისივე თქმით, "ბაკურიანი 2025" თებერვალში, 1000-მდე სპორტსმენს 48 ქვეყნიდან უმასპინძლებს.

"პრაქტიკულად, სამი თვეა დარჩენილი ფესტივალის გახსნამდე, შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტი ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გეგმაზომიერად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საორგანიზაციო კომიტეტი გადმოიბარებს ამ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ საშეჯიბროდ მოამზადოს. ასევე, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც საერთაშორისო ფედერაციებთან, ისე ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა 48 ქვეყნის წარმომადგენელი, ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით ამდენივე ოფიციალური პირი, ასევე ჩვენს ქვეყანას ეწვევიან სპორტსმენების ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები,საერთო ჯამში 4000-მდე ვიზიტორი",- განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

ევროპის ზამთრის ახალგაზრული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში 9-16 თებერვალს, ზამთრის სპორტის რვა სახეობაში გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს