„დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა - სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში ღამის გათენებას გეგმავს

ჯგუფ „დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა, თუმცა, სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში რჩება, სადაც ღამის გათენებას გეგმავენ.

ამასთან, რამდენიმე სტუდენტი ღამის გათევას თსუ-ს შენობის წინ აპირებს, რადგან, როგორც ცნობილია, ისინი შენობაში არ შეუშვეს.

ახალგაზრდებმა, აქცია ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან დააანონსეს, სადაც, მათი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოქმს შეაჯამებს.

ერთ-ერთი სტუდენტის, „დაფიონის” წევრის, გიორგი დუმბაძის თქმით, არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ არჩევნების გაყალბება ტრადიციად შემოიტანონ.

მისივე თქმით, ყველა პროცესი, რომელიც დაწყებულია, საქართველოს გამარჯვებით დასრულდება.

„ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ 15 სტუდენტი, ვინც მართლა სწავლობს თსუ-ში, უნდა შესულიყვნენ უნივერსიტეტში და არ შეუშვეს.

ცესკომ გამოაცხადა, რომ ხვალ აპირებს არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნა გამოიტანოს, რომელსაც, გარდა „ქართული ოცნებისა”, რუსეთისა და ნიკარაგუისა, ყველა თვლის, რომ გაყალბებულია. ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან ვიქნებით ამ დასკვნის მოლოდინში. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არჩევნების გაყალბება ტრადიციად შემოიტანონ. ყველა პროცესი, რომელიც ჩვენი დაწყებულია, საქართველოს გამარჯვებით დასრულდება”,- განაცხადა გიორგი დუმბაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს