ნიკო მანაგაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, თსუ-მა სტუდენტებს კარი ჩაუკეტა, რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა ღამე შენობის გარეთ, კიბეებზე, ღია ცის ქვეშ გაათენოს

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერი ნიკო მანაგაძე აცხადებს, რომ რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა თსუ-ს პირველი კორპუსის წინ ღამე ღია ცის ქვეშ გაათენოს.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, თსუ-მა სტუდენტებს კარი ჩაუკეტა, რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა ღამე შენობის გარეთ, კიბეებზე, ღია ცის ქვეშ გაათენოს. ყინვაა, რთულად გასაძლებია, მაგრამ გადაწყვეტილება მტკიცეა. ბევრმა ადამიანმა მოიტანა უკვე პლედები, საკვები და ა.შ. პარალელურად, ილიაუნის შენობაშიც ათენებენ ღამეს სტუდენტები.

მნიშვნელოვანია დილის 10:00 საათიდან ყველანი ვიყოთ ცესკოსთან (აღმაშენებლის ხეივანი, 138). 11:00 საათზე ჩანიშნეს სხდომა და აპირებენ მიტაცებული არჩევნების შედეგების საბოლოოდ დამტკიცებას. ჩვენი მტკიცე და ხისტი პროტესტი, ბრძოლა უნდა ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს!" -წერს ნიკო მანაგაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს