სახალხო დამცველი აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას აქვეყნებს

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება 2024 წლის 4 ნოემბერს წარადგინა.

„სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განმარტებულია თუ რა საერთაშორისო სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელოს პასუხისმგებელმა უწყებებმა საერთაშორისო დაცვის განაცხადის განხილვისას.

სახალხო დამცველის შეფასებით, მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარება სასამართლოს მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება აფგან სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის გადაწყვეტილების - „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხზე”,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

იხილეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სრულად

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს