აფხაზეთის „პრეზიდენტის" პრესსამსახური - ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევის შესახებ დოკუმენტზე ასლან ბჟანიას ხელი არ მოუწერია

ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევის შესახებ დოკუმენტზე ასლან ბჟანიას ხელი არ მოუწერია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის პრესსამსახურზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტ ასლან ბჟანიას „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია“, - აცხადებენ ასლან ბჟანიას „პრესსამსახურში“.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ასლან ბჟანია სოფელ ტამიშში იმყოფება, სადაც შეხვედრას გამართავს, რომელზედაც „ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას“ განიხილავს.

ე.წ. ოპოზიციამ მოსახლეობას ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით დღეს „პარლამენტთან“ შეკრებისკენ მოუწოდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს