ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ პრეზიდენტის „ადმინისტრაციასთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „სამთავრობო“ შენობების დატოვებაზე უარი განაცხადეს.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ თანახმა მხოლოდ ე.წ. პრეზიდენტის გადადგომაზე იქნებიან.

მანამდე, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ გადადგომისთვის მზად იყო, იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები „სამთავრობო“ შენობებს დატოვებდნენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს