საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის პირველი ტაიმი უკრაინის სასარგებლოდ, 1:0 დასრულდა

უეფა "ერთა ლიგის“ მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის პირველი ტაიმი უკრაინის სასარგებლოდ, 1:0 დასრულდა.

გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, საბა კვირკველიამ საკუთარ კარში გაიტანა.

მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს - უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6-6 ქულა აქვს ალბანეთს და საქართველოს. ხოლო 4 ქულა უკრაინას.

ცნობისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს