ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება.

„კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10 - დან N14-მდე საგზაო მონაკვეთში. აქედან გამომდინარე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ წყნეთის გზატკეცილიდან ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10-მდე და შემდეგ მალხაზ დოლიძის ქუჩის გავლით, ხოლო ჯანსუღ კორძაიას N14-მდე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის გავლით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა