საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადაში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს

პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი - „სამხედრო საქმე“, სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს.

„მათ ახალგაზრდებს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, ასევე, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო შეიარაღება, ტექნიკა და აღჭურვილობა. მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სიმულაციურ ოთახში საჩვენებელი სწავლებაც ჩატარდა. დღის ბოლოს კი, ახალგაზრდებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს