ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის კუბილიუსი და რასა არ არის საინტერესო - რაც შეეხება ევროკავშირთან თანამშრომლობას, ყველაფერი მიდის ისე, როგორც გვქონდა გათვლილი

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც საქართველო-აშშ-ს, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას, რომელიც 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოს საკითხის განხილვას უკავშირდებოდა.

კობახიძის განმარტებით, ევროკავშირთან თანამშრომლობა ისე მიმდინარეობს, როგორც მათ ჰქონდათ დაგეგმილი.

„რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, ჩვენთვის [ანდრიუს] კუბილიუსი და რასა [იუკნევიჩიენე] არ არის საინტერესო, მათთან თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად მთლიანად ამოწურულია. ეს არის მათი მოქმედებების შედეგი.

რაც შეეხება ევროკავშირთან თანამშრომლობას, ყველაფერი მიდის ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი. დასრულდა ერთი არჩევნები საქართველოში და დასრულდა მეორე არჩევნები აშშ-ში. ზუსტად ისე დასრულდა, როგორც ეს წაადგება საქართველო-აშშ და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას. ახლა არის კიდევ ერთი მესამე საკითხი დარჩენილი, ეს არის უკრაინაში ომის დასრულება და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ამასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაშიც ომი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ამ სამი მოვლენის დასრულების შემდეგ ყველაფერი წავა დადებითი მიმართულებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც საქართველო-აშშ და საქართველო-ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას უკავშირდებოდა და განაცხადა, რომ „აბსოლუტურად არასერიოზულია“.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წავა ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვისკენ. რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს. ამისათვის, ჩვენ 4 წლის თავზე გვექნება შესრულებული ასოცირების შეთანხმებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებზე 90%-ზე მეტი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 18 ნოემბერს 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია