პარლამენტთან აქციაზე სახელწოდებით  - „დაიბრუნე ხმა“ იკრიბებიან

საქართველოს პარლამენტთან აქციაზე, სახელწოდებით - „დაიბრუნე ხმა“ ემზადებიან.ადგილზე მოქალაქეთა ნაწილი უკვე არის შეკრებილი, მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერებით - "არჩევნები გაყალბდა", "მე ვნახე გაყალბება", "მე ვნახე მოსყიდვა", "მე ვნახე კარუსელი", "ხმის ფარულობა დაირღვა", "დაიბრუნე ხმა" და ა.შ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

მათი თქმით, საქართველოში არჩევნებს აზრი უნდა ჰქონდეს და მოქალაქეებს საკუთარ არჩევანს არ უნდა ართმევდნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. დღევანდელ აქციას სტუდენტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან, რომლებიც პარლამენტამდე მსვლელობით მოემართებიან. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელ შეკრებაზე სამოქმედო გეგმა გაჟღერდება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს