გიორგი მარგველაშვილი -  ამას ჰქვია ეროვნული მოძრაობის დაწყება, რომ სამშობლო გავათავისუფლოთ - ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს

ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტთან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მისი თქმით, სამშობლოს გათავისუფლებაში დღეს ყველა სხვადასხვა ფორმითაა ჩართული.

„ტყუილი არ მიიღო არამარტო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, არამედ რიგითმა ქართველმა ამომრჩეველმაც, რომელიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ამას ჰქვია ეროვნული მოძრაობის დაწყება, რომ ჩვენი სამშობლო გავათავისუფლოთ. ამ პროცესში ვართ, ყველა სხვადასხვა ფორმით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციას შეეხებოდა, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში შევა „საკუთარ თავს სუიციდის ვერდიქტს გამოუწერს“.

„ვფიქრობ, რომ ძალიან ერთმნიშვნელოვნად და მარტივად არის საქმე. ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს. ვნახავთ, როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, ვინ რა ფორმით გააკეთებს ამას. ამაზეა დღეს საუბარი. უბრალოდ, ძალიან მარტივია, ყველა თავის თავს სუიციდის ვერდიქტს გამოუწერს და ვნახოთ რა მოხდება. რეალურად, ეს ამ ერთპარტიულ პარლამენტს არანაირ ლეგიტიმაციას არ შესძენს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები და სტუდენტები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია