გიორგი ვაშაძე - მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა - მივმართავ მოქალაქეებს, შემოგვიერთდით, პირველი წინააღმდეგობის წერტილი აქ, ამ წუთიდან დაიწყო

პირველი წინააღმდეგობის წერტილი აქ, ამ წუთიდან დაიწყო - მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს მიმდებარედ განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტს 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად გააგრძელებენ.

“მინდა ყველას ვუთხრა: ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. 24 საათის განმავლობაში, მშვიდობიანად, ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის. აქ ვართ, არ ვიცვლით ფეხს. მივმართავ მოქალაქეებს, შემოგვიერთდით. მივმართავ პოლიციას - ნუ გამოიყენებთ ზედმეტ მეთოდებს ხალხის წინააღმდეგ. დაიცავით კანონი. წინასწარ გატყობინებთ 24 საათიანი პროტესტია .ეს არის გამაფრთხილებელი პროტესტი. ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის. ვაპირებთ აქ ვიყოთ. ყოველ საათში გამოვაცხადებთ სიახლეს, რაც გვექნება. არ ვიშლებით.

მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა. მშვიდობიანად ვაპირებთ ამ ადგილზე ვიყოთ 24 საათის განმავლობაში.

მოქალაქეებს მივმართავ, შემოგვიერთდით, მოდით ჩვენთან შეგიძლიათ საკვებით დაეხმაროთ ხალხს, ასევე პლედები მოგვიტანოთ. პირველი წინააღმდეგობის წერტილი აქ, ამ წუთიდან დაიწყო. მშვიდობიანად ვდგავართ. პოლიციას ვუმეორებ, დაიცავით კანონი, ნუ შეასრულებთ პოლიტიკურ დავალებას. ეს არის 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია