ნიკა გვარამია - როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად - უფლება არ გვაქვს, ეს ქვეყანა დავკარგოთ

როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ქვეყანა დავკარგოთ და ბიძინას წავაღებინოთ რუსეთში! - ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს.

მისივე თქმით, ეს ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის და საქართველოში მცხოვრები საზოგადოება ირჩევს ევროპას.

„მივესალმებით რუსთაველიდან შემოერთებულ ხალხს. ძალიან მაგარი ამბავია, ბევრნი ვართ და ვფიქრობთ, როგორ გავაგრძელოთ ეს ყველაფერი. ბუნებრივია, რომ ჩვენი აქ ყოფნა არ გადაიხედება, ეს არის გამორიცხული. ჩვენ ხშირად გაგვიგია შეკითხვა - რატომ დაშალეთ მიტინგი? - მეგობრებო, არ დავშალეთ მიტინგი და ახლა ვართ აქ და ახლა თქვენ უნდა გვიპასუხოთ, როგორ არ დავშალოთ მიტინგი!

ჯეფერსონმა თქვა - “როცა ტირანია იქცევა კანონად, წინააღმდეგობა და აჯანყება არის ვალდებულება”. როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ქვეყანა დავკარგოთ და ბიძინას წავაღებინოთ რუსეთში! ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში!”, - განაცხადა გვარამიამ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს