გიორგი ვაშაძე - დღეს პროტესტის ახალი ეტაპი დავიწყეთ, 24 საათის მანძილზე ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, ვიდგებით აქ - მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

ჩვენ მაქსიმალურად ორგანიზებული ვართ იმისთვის, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. პირველი 24 საათის წამზომი ჩაირთო და ჩვენი ერთიანობით ჩვენს გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს მიმდებარედ, აქციაზე განაცხადა.

მან სამართალდამცველებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

"ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლები ვსაუბრობდით, რომ ახალ-ახალი ნაბიჯები გვექნებოდა, რასაც გადავდგამდით. დღეს პროტესტის ახალი ეტაპი დავიწყეთ. 24 საათის მანძილზე, ხვალ საღამოს 20:00 საათამდე ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, ვიდგებით აქ. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მშვიდობიანად ვართ აქ. ორგანიზებული გვაქვს ღამით დარჩენისთვის საჭირო ატრიბუტიკა, როლის ნაწილი უკვე მობილიზებულია, აქ არის „პარალონი“, კარვები გაიშლება, რომ სიცივემ არ შეგვაწუხოს. ყველანი ვიყოთ ერთად და ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს