გიორგი ვაშაძე - ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, გავაღვიძოთ

ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცოტა განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, იმისთვის, რომ გავაღვიძოთ და გავიხსენოთ, რომ არსებობს განსხვავებული პროტესტებიც და ღამე დარჩენაც, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ აქციებზე იქნება არა ერთი, არამედ პარალელურად სხვადასხვა ლოკაცია.

„ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცოტა განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, იმისთვის, რომ გავაღვიძოთ და გავიხსენოთ, რომ არსებობს განსხვავებული პროტესტებიც და ღამე დარჩენაც. არ არის მხოლოდ ერთი ლოკაცია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რატომ ვაკეთებთ ამ ლოკაციაზე ამას [ჭავჭავაძის გამზირი] - მხოლოდ რუსთაველზე არ არის პროტესტი, პროტესტი უნდა მოედოს სხვადასხვა ადგილს, ლოკაციას და ჩვენ ამ კუთხითაც ვაპირებთ ბრძოლას. ამ მაგალითსაც ვაჩვენებთ. მომავალში იქნება არა ერთი, არამედ პარალელურად სხვადასხვა ლოკაცია. სერიოზულად ვემზადებით იმისთვის, რომ სამშობლო დავიბრუნოთ, იმიტომ რომ რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი ქართველი არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ