ნიკა გვარამია - „ქართულ ოცნებას“ აქვს 2 არჩევანი: ან ხელახალი არჩევნები, ან არაფერი, ჯობია, პირველ არჩევანს მიჰყვნენ - წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ მარცხდება ავტორიტარული რეჟიმები, როცა ხალხის მოთმინების ფიალა ივსება, ნანახი გვაქვს

„ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი: ან ხელახალი არჩევნები, ან არაფერი - ოღონდ არაფერი მათთვის - ჯობია, პირველ არჩევანს მიჰყვნენ, რომ პროცესები მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ კალაპოტში წარიმართოს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ტვ. პირველთან“ ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა უნდა მოვიდეს გონს, თქვას, რომ ხელახალი არჩევნებისთვის არის მზად. მისი თქმით, "ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის ჯერ კიდევ არსებობს რესურსები", ხოლო "ავტორიტარები კარგად არასდროს არ ასრულებენ".

"მთავრობა უნდა მოვიდეს გონს, თქვას, რომ ხელახალი არჩევნებისთვის არის მზად - წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ მარცხდება ავტორიტარული რეჟიმები, როცა ხალხის მოთმინების ფიალა ივსება, ნანახი გვაქვს. ისტორია მეორდება სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე კონტექსტის ფარგლებში. ავტორიტარები კარგად არასდროს არ ასრულებენ. საერთაშორისო წესრიგის ნაწილია საქართველო. ამიტომ, ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და საერთაშორისო წესრიგისთვის გვინდა, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად, მშვიდობიანად წარიმართოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ხომ ამბობს „ქართული ოცნება“, რომ გაიმარჯვა? - დაინიშნოს ახალი არჩევნები და დაამტკიცონ, რადგან არავის მსოფლიოში, რამდენიმე ოდიოზური გამონაკლისის გარდა საქართველოში ეს არ სჯერათ“, - განაცხადა გვარამიამ.

ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინის მიმდებარედ 20-ზე მეტი კარავია გაშლილი. ადგილზე მომიტინგეებს საავტომობილო მოძრაობა პარალიზებული აქვთ.

შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მოწოდების შემდეგ მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მიმდინარე აქციის მონაწილეებიც.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია