გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს - გთხოვთ, რომ სამსახურის ნაცვლად აქ მოხვიდეთ

ვინც გვიყურებს, ვინც ახლა გამოიღვიძებს, გთხოვთ, რომ სამსახურის ნაცვლად აქ მოხვიდეთ - შემოგვიერთდეთ, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთმანეთი ჩავენაცვლოთ და საზოგადოება გავამხნეოთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ლიდერები წასვლას არ აპირებენ და ადგილზე იქნებიან.

„ახლა დილის 6:00 საათია და რა თქმა უნდა, ხალხი, ვინც აქ არის, დაიღალა. ვინც გვიყურებს, ვინც ახლა გამოიღვიძებს, გთხოვთ, რომ სამსახურის ნაცვლად აქ მოხვიდეთ. შემოგვიერთდეთ, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთმანეთი ჩავენაცვლოთ და საზოგადოება გავამხნეოთ. როგორც ვიცი, სოციალურ ქსელში ბევრი იწერება ამის შესახებ და გელოდებით, მოდით, ჩვენ ლიდერები აქ ვიქნებით, არსად არ გავდივართ, უბრალოდ, გვინდა, რომ ხალხი ჩავანაცვლოთ, დავასვენოთ ისინი, ვინც მთელი ღამე აქ არიან და დანარჩენები მოხვიდეთ. ასე რომ გელოდებით, განწყობა არაჩვეულებრივია, ხალხი პოზიტიურად დაგხვდებათ და თქვენც გადმოგედებათ გამარჯვების ის რწმენა, რომელიც აქ არის. ვინც აქ არის ყველას გამარჯვების რწმენა აქვს და იმიტომ ვდგავართ აქ“, - განაცხადა ვაშაძემ.

დემონსტრანტებმა ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენეს. ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინის მიმდებარედ 20-ზე მეტი კარავია გაშლილი. ადგილზე მომიტინგეებს საავტომობილო მოძრაობა 17 ოქტომბრის 20:00 საათიდან პარალიზებული აქვთ.

შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მოწოდების შემდეგ მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მიმდინარე აქციის მონაწილეებიც.

როგორც ცნობილია, მომიტინგეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და შედეგებს არ აღიარებენ. ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია