გია გვაზავა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე - ის მოლოდინი, რაც ჩვენს ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, რომ თურმე იქ რაღაც ისეთი ძალები წარმოიქმნება, რომლებიც საქართველოსკენ გამოქანდებიან, ტყუილია

რუსეთს არ ეჩქარება, კრემლს არ ეჩქარება, 30 წელი იცდიდა და გააკეთა დღეს, - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია გვაზავამ ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის მოლოდინი, რაც საქართველოს ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, რომ თურმე იქ რაღაც ისეთი ძალები წარმოიქმნება, რომლებიც საქართველოსკენ გამოქანდებიან, ტყუილია.

„ის მოლოდინი, რაც ჩვენს ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, რომ თურმე იქ რაღაც ისეთი ძალები წარმოიქმნება, რომლებიც საქართველოსკენ გამოქანდებიან, ტყუილია. მითუმეტეს, პრაქტიკულად, მათი ე.წ. ელიტა, წავიდა ამ შეთანხმებაზე კრემლთან, რომ მოეხდინა ის, რაც მოხდა. დღეს ჩვენს იქ დატოვებულ ქონებაზე გამდიდრებული ხალხი, როგორ ფიქრობთ დატოვებს თავის მონაგარს? - არა მგონია. შეიძლება, იყვნენ ადამიანები და რა თქმა უნდა, არიან ვისაც ესმის, რომ მათი გადარჩენა მხოლოდ ჩვენს წიაღში შეიძლება, მაგრამ მათი ხმა ძალიან სუსტია. ამიტომ, დღეს რომ არ გააღიზიანონ კრემლი, ვერ ეუბნებიან პირდაპირ, რომ თქვენ სრულებით არ გვჭირდებით და ჩვენთვის გვინდა ვიყოთ. ლაპარაკობენ, რომ ჩვენ რუსეთს კი არ ვებრძვით, ვებრძვით იმ ქართველებს, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, თურმე ისინი შემოსახლდებიან და ჩვენ იძულებულები ვიქნებით მივიღოთ, რადგან მათ ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. კიდევ ჩვენ გვაბრალებენ. ყოველთვის იყო მცდელობა, ყველა „პრეზიდენტის“ დროს, რომელიც იქ ინიშნებოდა, ასე თუ ისე გაეკეთებინა რაღაც აპარტამენტების სახით, „დაჩების“ გაყიდვით და ა.შ. მაგალითად მოჰყავთ ხოლმე ის, რომ კაჩენკომ იყიდა ზღვაზე დასასვენებელი სახლი, შემოღობა და პლაჟზე ვერავინ შედის. ასე იქნებაო და არ გვინდაო, ოლიგარქები არ გვინდაო. არ უნდათ ოლიგარქიული მდგომარეობა დადგეს აფხაზეთში და მეორე მხრივ ქართველები შემოვლენო, აითვისებენო, იმიტომ, რომ ქართველებიც არიან ოლიგარქებიო. აფხაზურმა საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად შეძლო გაეჩერებინათ ეს პროცესი. მათ აქვთ დღეს ისეთი მუხტი, რომ დაძლიეს ეს პროცესი, ასე ჰგონიათ და ღმერთმა ქნას ასეც იყოს. რუსეთს არ ეჩქარება, კრემლს არ ეჩქარება, 30 წელი იცდიდა და გააკეთა დღეს“, - განაცხადა გია გვაზავამ.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. აღნიშნულის გასაპროტესტებლად საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. ამასთან, უკვე რამდენიმე დღეა აფხაზეთის „ოპოზიციას“ ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვს დაკავებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის