ბსუ-ს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი ეწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ელჩი ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან ერთად, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობაზე და გაერთიანებული სამეფოს პრიორიტეტებზე ისაუბრა. სტუდენტებს ელჩმა ჩივნინგის სტიპენდიის შესახებ გაუზიარა ინფორმაცია, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის ბრიტანეთში განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ისეთი საკითხების მიმართ როგორიცაა: კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და სხვა აქტუალური თემები.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია