ვახტანგ ყოლბაია - საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკურ შეფასებებს რომ არ აძლევს

არავითარი ზედმეტი მოქმედებები თბილისის მხრიდან, მითუმეტეს პოლიტიკური არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკურ შეფასებებს რომ არ აძლევს, იმიტომ, რომ ეს უნდა მოიხარშოს, თავის ქვაბში უნდა დაღვინდეს და თვითონ აფხაზური საზოგადოება მივიდეს იმ დასკვნამდე, როდემდე შეიძლება ასეთი ცხოვრება, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აფხაზეთში ანტირუსული განწყობები მცხოვრებთა უმრავლესობას არ აქვს.

„ამ ხალხს უნდა ე.წ. დამოუკიდებლობა, რომელზეც ის მართლა დიდი ხანია ოცნებობს. მაგრამ ამავდროულად არ ითვალისწინებენ იმას, რომ ამ დამოუკიდებლობისთვის საჭიროა ბევრი რამ, რესურსები მათ შორის: ადამიანური, ფინანსური, მატერიალური და პოლიტიკური. არცერთი მათგანი აფხაზეთს არ გააჩნია. პოლიტიკური ამბიციები უფრო მეტი აქვს, ვიდრე შესაძლებლობები და ამას ვერ ითვალისწინებენ. ზოგიერთი რუსი ექსპერტი, რომელიც აანალიზებს ამ მოვლენებს, ამბობს, რომ აფხაზეთი იმ საუკუნეებში ჩარჩა, ვინაიდან ახალი გამოწვევები, რომელიც ახასიათებს თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებს, ის რაც იწვევს სერიოზულ ცვლილებებს, რეფორმებს ეკონომიკაში, ამის გაგონებაც არ უნდათ და ამის გარეშე იმის აშენება, რაზეც ოცნებობენ, არ გამოუვათ.

საკმაოდ რთული ვითარებაა აფხაზეთში. აფხაზეთში უმრავლესობაში არაა ანტირუსული განწყობები. ისინი, ვინც ოპოზიციაში მოიაზრება, თავადვე ამბობენ, რომ არ ვართ ჩვენ ანტირუსული განწყობებისო. კლანური სისტემა აფხაზეთში ყოველთვის არსებობდა და ახლა გამოიკვეთნენ ამბიციური პოლიტიკური ლიდერები. იქ ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველა მოსკოვის ინტერესების გამტარებელი იქნება. არ არსებობს იქ ვინმე ანტირუსული მოვიდეს. თუმცა არის საზოგადოებაში, ჯერ კიდევ არამკვეთრად მაგრამ არსებული ძალა, რომელსაც აქვს გათავისებული რა მოჰყვება რუსეთის ამ პოლიტიკისას აფხაზებისა და აფხაზეთისთვის. სამწუხაროდ, ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ, მაგრამ მათაც უნდა გავუგოთ. არავითარი ზედმეტი მოქმედებები თბილისის მხრიდან, მითუმეტეს პოლიტიკური არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა ამას პოლიტიკურ შეფასებებს რომ არ აძლევს, იმიტომ, რომ ეს უნდა მოიხარშოს, თავის ქვაბში უნდა დაღვინდეს და თვითონ აფხაზური საზოგადოება მივიდეს იმ დასკვნამდე როდემდე შეიძლება ასეთი ცხოვრება“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. აღნიშნულის გასაპროტესტებლად საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. ამასთან, უკვე რამდენიმე დღეა აფხაზეთის „ოპოზიციას“ ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვს დაკავებული.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის