ასლან ბჟანია ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია „დეპუტატთა“ ჯგუფთან შეხვედრაზე დელეგაციის შექმნას და „ხელისუფლებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა.

ინფორმაციას რუსული მედია ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის შექმნა დღეს 18:00 საათამდე უნდა მოხდეს.

„პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა. განიხილეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არაუგვიანეს 18:00 საათისა, შეიქმნას დელეგაციები და დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს