კახა კალაძე - მოლოდინი არ მაქვს, რომ კალანდარიშვილთან მიმართებაში იმ ამაზრზენ ქმედებას ვინმე დაგმობს - ეს ჩვეულებრივი დავალებებია, რომელსაც კონკრეტული წვრილფეხა რადიკალები თავჩაღუნულები ასრულებენ

„ქართული ოცნების” გენერალური მდივანს, კახა კალაძეს მოლოდინი არ აქვს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ განხორციელებულ აქტს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რაიმე გამოხმაურება ექნება.

კალაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები დავალებებს ქვეყნის გარედან იღებენ, რასაც „თავჩაღუნულები ასრულებენ“.

„ჩვენ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ის, რასაც ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების სახით, რა თქმა უნდა, მოდის გარედან. მათი პატრონები რასაც ეუბნებიან, ეს უსამშობლო, მოღალატე აგენტურა აკეთებს ყველაფერს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ კალანდარიშვილთან მიმართებაში იმ ამაზრზენ ქმედებას ვინმე გამოეხმაურება ან დაგმობს. ეს ჩვეულებრივი დავალებებია, რომელსაც კონკრეტული წვრილფეხა რადიკალები თავჩაღუნულები ასრულებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს