მიხეილ სააკაშვილი - კიდევ ერთხელ საჭიროა მობილიზაცია და ერთად დგომა - გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა, ცოტა კიდევ გაუძელით ჩემო გაუტეხელო თანამებრძოლებო და გავალთ სამშვიდობოზე

ჩემო თანაპარტიელებო, გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა! - საჭიროა მობილიზაცია და ერთად დგომა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი მიმართავს თანაგუნდელებს, რომ საჭიროა გახშირდეს პოლიტსაბჭოს გაფართოებული აქტივის შეხვედრები, ყველა რეგიონისა და ქალაქის ჩართვით და ერთმანეთის მოსმენა.

„მივმართავ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ერთგულ და თავდადებულ მომხრეს, რომლებმაც თავის მხრებზე გამოატარეს მოძრაობა ყველა ქარიშხალში და არ შედრკნენ. ამჟამად, როდესაც ქვეყანა ყოფნა არ ყოფნის წინაშეა, კიდევ ერთხელ საჭიროა მობილიზაცია და ერთად დგომა.

მივესალმები თინა ბოკუჩავას მონაწილეობას ბრიუსელის მინისტერიალში. აგრეთვე მივესალმები ლევან ხაბეიშვილის, გიორგი ვაშაძის, სოფო ჯაფარიძის, ირაკლი ფავლენიშვილის, ლევან სანიკიძის, ხატია დეკანოიძის, რეგიონების აქტივის, ბათუმის ახალგაზრდობის, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტობის, ჩვენი პარტნიორი პარტიების მონაწილეობას საპროტესტო აქციებში.

თითოეული თქვენგანის აზრს და მოქმედებას დღეს განსაკუთრებით მაღალი ფასი აქვს, ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა გახშირდეს პოლიტსაბჭოს გაფართოებული აქტივის შეხვედრები, ყველა რეგიონისა და ქალაქის ჩართვით და ერთმანეთის მოსმენა. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ და იმოძრაოთ, ქვეყანაა გადასარჩენი!

ჩემო თანაპარტიელებო, დიდი მადლობა განვლილი წლების განმავლობაში თქვენი თავდადებისათვის, გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა! ცოტა კიდევ გაუძელით ჩემო გაუტეხელო თანამებრძოლებო და გავალთ სამშვიდობოზე! ჩვენ ბევრი გამარჯვების მოწმეები ვართ, უნდა გვჯეროდეს რომ წინ მთავარი გამარჯვება გველის, რასაც მთელი გულით გისურვებთ! თქვენი მიხეილ სააკაშვილი!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის