ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მინიჭებაზე - ეს არის კარგი გადაწყვეტილება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, დაერთო ნება უკრაინისთვის აშშ-ის მიერ წარმოებული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს, კარგი გადაწყვეტილებაა, - Politoco-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაიდენის ახალი ნაბიჯი არის პასუხი რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების გამოყენებით, უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციაზე.

„რუსეთი ერთადერთი ძალაა, რომელმაც მიიღო ესკალაციური გადაწყვეტილება. სწორედ ამან გამოიწვია აშშ-ის გადაწყვეტილება“, - განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში.

შეგახსენებთ, კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტების გამოყენების ნება დართო.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს