უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები განცხადებებს ავრცელებენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები განცხადებებს ავრცელებენ.

„2022 წელს რუსეთს სჯეროდა, რომ მისი სრულმასშტაბიანი შეჭრა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. 1000 დღის შემდეგ უკრაინა წინააღმდეგობის გაწევას მამაცურად აგრძელებს, ბრძოლის ველსა და სამოქალაქო ობიექტებზე კრიმინალური თავდასხმების წინააღმდეგ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც საჭირო იქნება.

„სიმამაცის, დაუმორჩილებლობისა და გამბედაობის 1000 დღე. წინააღმდეგობებზე გამარჯვების 1000 დღე. ერთად დგომის 1000 დღე, როგორც ერთი ოჯახის, რომელსაც საერთო მომავალი აქვს“, - წერს რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზედაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტარებს მიმართავს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო