კახა კალაძე რიგი მედიასაშუალების ჟურნალისტების ბულინგზე - არ ვიცი, საელჩოები სად არიან ჩამძვრალები, ხმას არ იღებენ

როგორც კი განსხვავებულ მოსაზრებას და კითხვას ისმენენ, მაშინვე გადმოდიან შეურაცხყოფასა და ბულინგზე - საელჩოები არ ვიცი, სად არიან ჩამძვრალები. ხმას არ იღებენ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტებისთვის, აქციების გაშუქებისას, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ვხედავთ „რადიკალურ მარგინალურ დაჯგუფებას, ვისთვისაც განსხვავებული აზრი არ არსებობს“.

„როგორც კი განსხვავებულ აზრს ხედავენ, განსხვავებულ მოსაზრებას, კითხვას მაშინვე გადმოდიან შეურაცხყოფასა და ბულინგზე. ჩემთვის მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ ვხედავთ. ამაზე სიჩუმეა, არავინ არაფერს საუბრობს. საელჩოები არ ვიცი, სად არიან ჩამძვრალები. ხმას არ იღებენ და სამწუხარო რეალობა“,-აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეც ისაუბრა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „გაზულუქებულმა არასამთავრობოებმა, კოლექტიურმა გიგაურმა და ლომჯარიებმა“ საზოგადოებას დეკლარაციები უნდა წარუდგინონ, თუ რაში იხარჯება თანხები.

„რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუ რატომ გახდა საჭირო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შემოღება. ეს უბრალოდ ხომ არ მოგვიტანია? ამას აქვს საფუძველი, რის გამო მოხდა აღნიშნული კანონის მიღება. როდესაც გარედან ე.წ. მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რომ დააფინანსონ რადიკალიზმი, რევოლუციური სცენარები, პოლარიზება, ადამიანისების დაპირისპირება. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა...რა თქმა უნდა, ამას შევეწინააღმდეგებით.

არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკონტროლო თანხები შემოდიოდეს და ამ სიბინძურეს მოხმარდეს. კეთილი ინებონ, წელიწადში ერთხელ წარუდგინონ დეკლარაცია საზოგადოებას იმ გაზულუქებულმა არასამთავრობოებმა, კოლექტიურმა გიგაურმა და ლომჯარიებმა ვისგან მიიღეს თანხები და რა პროექტებში იხარჯება“, - აღნიშნა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო