ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ლაშა დოლბაძე წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ლაშა დოლბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახლად დანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.

„აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა დოლბაძემ ლევან თევზაია შეცვალა. ლევან მგალობლიშვილმა ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მინისტრი თავის გუნდთან ერთად ღირსეულად უპასუხებს ყველა გამოწვევას, რომელიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას.

ლაშა დოლბაძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2024 წლის სექტემბრიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა