გიორგი ვაშაძე - დღე მესამე, 3:0 ხალხის სასარგებლოდ - მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენს მიმართ რისხვა, დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის

დღე მესამე - სამით ნული ხალხის სასარგებლოდ. ეს არის ხალხის ძალა, აუცილებლად იცოდეთ, მერწმუნეთ, ჩვენო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, აქციის მონაწილეები ღამეს ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენებენ.

ვაშაძე მოუწოდებს ხელისუფლებას ხალხს მოუსმინოს და დაიწყოს მზადება ახალი არჩევნებისთვის.

„ცოტა ხანში აეწყობა აპარატურა, მოგმართავთ მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, პოლიციელებმა ბევრი აპარატურა მოგვპარეს.... როგორც დღეს დაიხიეს უკან, ასე მოუწევთ უკან დახევა და ხელის აღება იმ სპეცოპერაციისგან, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ. მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენს მიმართ ხალხის რისხვა. ასე რომ, მოისმინეთ ხალხის ხმა, ცრუ საუბარს თავი დაანებეთ პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით, დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის, ახალი მენეჯმენტით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს აქ ვრჩებით, არსად არ მივდივართ, აქ ვდგავართ, სხვაგვარად არ ძალგვიძს“, - განაცხადა ვაშაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა მომიტინგეებს მიმართეს, რომ დღესაც გასული ღამეების მსგავსად, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელებენ პროტესტს. შეგახსენებთ, თავდაპირველად სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის