CNN - ამერიკელი მაღალჩინოსნები ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას ადასტურებენ

ამერიკელი მაღალჩინოსნები ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის პირველად დაბომბვას ადასტურებენ.ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უკრაინამ ამერიკის მიერ მიწოდებული რაკეტებით პირველად დაბომბა რუსეთის ტერიტორია.

მათი ცნობით, სამიზნეს “რუსული იარაღის არსენალი” წარმოადგენდა.

აქამდე ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული წყაროები ავრცელებდნენ. მათი ცნობით, ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს არსენალი დაიბომბა, რომელიც ბრიანსის ოლქის ქალაქ კარაჩევში მდებარეობს.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, თითქოს უკრაინამ კარაჩევში მდებარე არსენალი 6 ATACMS რაკეტით დაბომბა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს