გიორგი ვაშაძე მომიტინგეებს - სავარაუდოდ, ისევ დაიწყებენ დარბევას, ვხედავთ, რომ არის გადაადგილებები

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მომიტინგეები გააფრთხილა, რომ შესაძლოა, დღესაც, წინა ღამის მსგავსად საპოლიციო ძალებმა აქცია დაშალონ.

მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, ინიციატივები არ გამოიჩინონ და გაჰყვნენ ლიდერების ტაქტიკას. ამასთან, ვაშაძის თქმით, თუკი იქნება სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ მოწოდება ტერიტორიის გათავისუფლებისკენ, თავადაც ექნებათ შეთავაზება.

„სავარაუდოდ, ალბათ, ისევ დაიწყებენ დარბევას. ვხედავთ, რომ არის გადაადგილებები. მთავარია, რომ ყველანი ერთად ვართ. მთავარი პრინციპი ნომერი ერთი არის, რომ არ ვაჭერინებთ ხალხს. ელენე ხოშტარიაც აქ არის ზურაბ ჯაფარიძეც. თუ მოვლენ და გვეტყვიან, რომ რაღაც დრო გვაქვს, ჩვენ ჩვენს დროს შევთავაზებთ, რამდენი ხანი გვჭირდება, რომ მოვწესრიგდეთ“, - მიმართა ოპოზიციონერმა ლიდერმა მომიტინგეებს.

ინფორმაციისთვის, 2-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, 19 ნოემბრის დილით, საპოლიციო ძალებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მყოფი მომიტინგეები ტერიტორიიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირი. ამასთან, დღის განმავლობაში სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. უკვე საღამოს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ პროტესტის თავდაპირველ ლოკაციაზე - ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო