დიმიტრი პესკოვი - დასავლეთი სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, ეს ცუდია

დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის ნებას რთავენ, სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში, რაც ამ კონფლიქტის ესკალაციას იწვევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ ეს დასავლური ქვეყნები კიდევ უფრო ერთვებიან ამ კონფლიქტში, ამ ომში, იწვევს დაძაბულობისა და ესკალაციის ახალ რაუნდებს. ეს ცუდია“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, დასავლელი პოლიტიკოსები ცდილობენ, უკრაინა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების ინსტრუმენტად გამოიყენონ.

„დასავლელი პოლიტიკოსები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების ხაზს და, რა თქმა უნდა, უკრაინას ამ მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იყენებენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს