ოკუპირებულ აფხაზეთში „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“ შესაძლოა, 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს

ოკუპირებულ აფხაზეთში „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“ შესაძლოა, 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არჩევნები პრეზიდენტის გადადგომის დღიდან სამი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს. ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა და პარლამენტმა იგი 19 ნოემბერს მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციით არჩევნები სამი თვის ვადაში, ანუ 19 თებერვლამდე უნდა ჩატარდეს. რადგან აფხაზეთში არჩევნები ყოველთვის შაბათ-კვირას იმართება, ეს შეიძლება შაბათს, 15 თებერვალს ან კვირას, 16 თებერვალს იყოს“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღი ე.წ. პარლამენტმა უნდა დანიშნოს.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ე.წ. პარლამენტმა „საპარლამენტო არჩევნების“ თარიღის საკითხი შესაძლოა, 28 ნოემბერს განიხილოს.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი გუშინ დაუჭირა. მანამდე, ადგილობრივმა „ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ასლან ბჟანიამ აფხაზეთი დატოვა, თუმცა თავად ბჟანიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ის სოფელ ტამიშში იმყოფებოდა. ასევე, რამდენიმე დღის წინ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა