განათლების მინისტრს 4 ახალი მოადგილე ჰყავს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს 6 მოადგილე ეყოლება. მათგან ორი თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს გიორგი ამილახვარის დროსაც იკავებდნენ.

რაც შეეხება გიორგი მოდებაძეს, ბაია კვიციანს, გიორგი ჯინჭარაძესა და ანა მღებრიშვილს, ისინი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნნენ, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ალექსანდრე წულაძემ ჩაიბარა.

როგორც უწყების ვებგვერდზეა მითითებული, გიორგი მოდებაძე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.

რაც შეეხება მინისტრის ახალი მოადგილეების სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას, ანა მღებრიშვილი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ბიუროს უფროსის პოსტს იკავებდა; გიორგი მოდებაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად მუშაობა; ბაია კვიციანი საქართველოს X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, ხოლო გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

ცნობისთვის, გიორგი ამილახვარმა მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კი განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2 ოქტომბერს დანიშნა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები