აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის სხდომა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა იქნება.

ამასთან, განმარტავენ, რომ მომავალ წელს დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა, რაც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს