უკრაინაში ისრაელის ელჩი - რუსეთის საჰაერო იერიშის შესახებ გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში ისრაელის საელჩო მუშაობას აგრძელებს

რუსეთის საჰაერო იერიშის შესახებ გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში ისრაელის საელჩო მუშაობას აგრძელებს, - ამის შესახებ The Times of Israel-ს უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ბროდსკიმ განუცხადა.

„ამჟამად ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ“, - განაცხადა მაიკ ბროდსკიმ.

შეგახსენებთ, მანამდე, საჰაერო საფრთხის გამო აშშ-მა, ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა კიევში საელჩოები დროებით დახურეს. აშშ-ის საელჩომ უკრაინაში თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „მზად იყვნენ, რათა სასწრაფოდ თავშესაფრებში ჩავიდნენ, იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაში გამოცხადდება“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს